Posts

ლიტერატურული კლუბი: "მკითხველი"

Image
ლიტერატურული კლუბი: "მკითხველი"  ნიგვზარის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა სკოლის სააქტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართა. ღონისძიების პირველი ნაწილი კლასიკოსთა პოეზიას დაეთმო. მეორე ნაწილში კი თავიანთი შემოქმედება გაგვაცნეს IX კლასის მოსწავლემ რევაზ ხარშილაძემ, XI კლასის მოსწავლეებმა: ნათია ლაბაძემ და ლიკა გოგალაძემ. ჩვენი მთავარი მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ბავშვების აღმოჩენა, ლიტერატურისა და ერთმანეთის სიყვარულის გაღრმავებაა! ლიტერატურულმა კლუბმა „მკითხველმა“ ერთი საღამო ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის მოთხრობის ( „სიკვდილი და ქალწული“) განხილვას მიუძღვნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების იდეურ ჩანაფიქრზე, ტექსტიდან გამოკვეთეს კონცეპტუალური ფრაზები, ენობრივ -მხატვრული საშუალებები, რომელთა გააზრებამ გაუადვილათ ტექსტის ღრმა ანალიზი.      სამუშაო შეხვედრაზე ბავშვებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ხალილ ჯიბრანისა და მიშელ დე მონტენის ესეების ფრაგმენტებს და დაეკავშირებინათ საანალიზო ტექსტთან. გაავლეს პარალელები, გამოიტანეს დასკვნები. შეხვედრაში მ...

ეკლესია-მონასტრების რუკა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვით

Image
 "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" - ეკლესია-მონასტრების რუკა            ჩემ მიერ შექმნილი რესურსი - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში აგებული ეკლესია-მონასტრების რუკაა. იგი   შეიცავს ასევე   მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.       რესურსი შევქმენი   მოსწავლეებისთვის   გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების„   სწავლების პროცესში გამოსაყენებლად.        შესაქმნელად ავირჩიე   სივრცე, სადაც   ბევრ   სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობასთან ერთად, რუკების ჩაშენებაცაა შესაძლებელი.   Padlet.com . -ზე გარდა იმისა, რომ საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი, ასევე შეგვიძლია ჩვენ მიერ მონიშნულ ადგილს თან დავურთოთ ფოტო, აღწერა კომენტარის სახით, საინფორმაციო ბმული და ა.შ. რესურსი გვეხმარება სწავლების პროცესში, სამიზნე ცნება კონტექსტზე   მუშაობისას, როგორც დ...

მოსწავლის პორტფოლიო

Image
 მოსწავლის პორტფოლიო რესურსის მიზანი: ·          მოსწავლის პროგრესზე დაკვირვება და ანალიზი (როგორ ხდება ცოდნის კონსტრუირება, კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარება ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით.) ·          მოსწავლის მიღწევების წარმოჩენა, მისი მუშაობის რეფლექსია. ·          მშობლებისა და მასწავლებლების   საჭირო ინფორმაციით   უზრუნველყოფა.       პორტფოლიოში ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით,   განთავსდება ნამუშევრები. პირველი ნაწილი მოიცავს ფორმალური განათლების მიმართულებას, სადაც მოსწავლეს შეაქვს სხვადასხვა საგანში შესრულებული რჩეული დავალებები, რომელსც ახლავს შეფასების რუბრიკები და ფორმები, მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება.   პორტფოლიოს მეორე ნაწილი მოგვცემს ინფორმაციას   მოსწავლის არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩართ...

სასწავლო რესურსი: "დევნილთა უღელტეხილი"

  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ისეთი ტექსტების შესწავლისას, სადაც გეოგრაფიული არეალი ფართოა, ხშირად, მოსწავლეებს უჭირთ ამ ადგილების ურთიერთდაკავშირებულად წარმოდგენა. ამ სირთულის გადასალახად კარგი დამხმარეა ნამდვილ გეოგრაფიულ რუკაზე ნაწარმოებში მოხსენიებული ადგილების მონიშვნა. ამ სტრატეგიის გამოყენება: ·          მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს ტექსტში განვითარებულ მოვლენებს; ·          ადგილმდებარეობა და ბუნებრივი გარემო დაუკავშიროს პერსონაჟებსა და მათ თავგადასავალს.         ასეთი რესურსის შესაქმნელად ინტერნეტ სივრცეში ბევრი პლატფორმა არსებობს, სადაც საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობას თვითონ Googlemaps.com იძლევა, სადაც შეგვიძლია შევქმნათ რუკა და GoogleEarth- ის საშუალებით დავათვალიეროთ კონკრეტული ლოკაციები. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა აღნიშნული რუკა გადავიტანოთ Animaker.com -ის პლატ...