ლიტერატურული კლუბი: "მკითხველი"
ლიტერატურული კლუბი: "მკითხველი"
ლიტერატურულმა კლუბმა „მკითხველმა“ ერთი საღამო ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის მოთხრობის ( „სიკვდილი და ქალწული“) განხილვას მიუძღვნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების იდეურ ჩანაფიქრზე, ტექსტიდან გამოკვეთეს კონცეპტუალური ფრაზები, ენობრივ -მხატვრული საშუალებები, რომელთა გააზრებამ გაუადვილათ ტექსტის ღრმა ანალიზი.
სამუშაო შეხვედრაზე ბავშვებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ხალილ ჯიბრანისა და მიშელ დე მონტენის ესეების ფრაგმენტებს და დაეკავშირებინათ საანალიზო ტექსტთან. გაავლეს პარალელები, გამოიტანეს დასკვნები.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი სკოლების მოსწავლეები, (კორბოულის I და II საჯ. სკ.) რომლებიც ნიგვზარის სკოლის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მუშაობა მეტად პროდუქტიული გამოდგა. იმავე დღეს დაიგეგმა ახალი შეხვედრა. ამჯერად საანალიზოდ შევარჩიეთ ცნობილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა „ჩემი ნაღვლიანი სახე“.
პოეზიის საღამო შემოდგომის მიწურულს
20 ნოემბერს, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეს, ნიგვზარის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა მწერლის მძიმე ცხოვრების გზა გაიხსენეს. ისაუბრეს მის ნაწარმოებებზე. საღამოს მეორე ნაწილი ნოემბერში დაბადებული პოეზიის უგვირგვინო მეფის, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას მიეძღვნა.
ნიგვზარის სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა, მშობელთა კლუბის წარმომადგენლებს უმასპინძლა. განვიხილეთ ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას „წერილი მამას“. შეხვედრა საოცრად ემოციური და ნაყოფიერი გამოდგა. ბავშვებმა იმსჯელეს წერილიდან ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს. რა ქმნის ურთიერთობის, „აღზრდის ტრაგედიას“? (დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია არასოდეს დაკარგავს ღირებულებას) განუმეორებელია კაფკა, რომელმაც ერთნაირად აუშალა საფიქრალი მშობლებს, ბავშვებს, მასწავლებლებს...
1." სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე,სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო"
2."წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს."
3."ისე მსაყვედურობ, თითქოს ამაში მხოლოდ მე ვიყო დამნაშავე, თითქოს ხელის ერთი მოსმით შემეძლოს ყველაფრის გამოსწორება, ხოლო შენ კი სრულიად უდანაშაულო იყო. "
4."მაშინ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ჩემში გაბატონებული საკუთარი არარაობის განცდა (მეორეს მხრივ, მაინც კეთილშობილური და ნაყოფიერი) შენი გავლენის შედეგია."
5."თუ შენგან გაქცევა მინდოდა, ოჯახსაც უნდა გავქცეოდი, დედასაც.. მართალია, ის ყოველთვის მიცავდა, მაგრამ ამასაც შენი გავლენის დაღი აჩნდა."































Comments
Post a Comment