სასწავლო რესურსი: "დევნილთა უღელტეხილი"

 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ისეთი ტექსტების შესწავლისას, სადაც გეოგრაფიული არეალი ფართოა, ხშირად, მოსწავლეებს უჭირთ ამ ადგილების ურთიერთდაკავშირებულად წარმოდგენა. ამ სირთულის გადასალახად კარგი დამხმარეა ნამდვილ გეოგრაფიულ რუკაზე ნაწარმოებში მოხსენიებული ადგილების მონიშვნა. ამ სტრატეგიის გამოყენება:

  • ·         მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს ტექსტში განვითარებულ მოვლენებს;
  • ·         ადგილმდებარეობა და ბუნებრივი გარემო დაუკავშიროს პერსონაჟებსა და მათ თავგადასავალს.

 

      ასეთი რესურსის შესაქმნელად ინტერნეტ სივრცეში ბევრი პლატფორმა არსებობს, სადაც საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობას თვითონ Googlemaps.com იძლევა, სადაც შეგვიძლია შევქმნათ რუკა და GoogleEarth-ის საშუალებით დავათვალიეროთ კონკრეტული ლოკაციები. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა აღნიშნული რუკა გადავიტანოთ Animaker.com-ის პლატფორმაზე, სადაც გვაქვს საშუალება შევქმნათ ანიმაციური ვიდეორგოლი, დავამატოთ ჩვენ მიერ შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც ჩვენ მიერ მონიშნულ ლოკაციებს მიჰყვებიან და ჩვენთან ერთად გაივლიან იმ გზას, რაც ტექსტის სიუჟეტში გვაქვს მოცემული. გარდა ამისა, აღნიშნულ პროგრამაში შეგვიძლია იქვე დავამატოთ სიტყვიერი კომენტარი, მელოდია და ა.შ.

 ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული  რესურსი შექმნილია  გურამ ოდიშარიას ნაწარმოების „დევნილთა უღელტეხილი“ სწავლების პროცესში, სამიზნე ცნება კონტექსტზე სამუშაოდ, როგორც დამხმარე მასალა.   ვფიქრობ, სვანეთისკენ მიმავალი დევნილების გზის რუკის შექმნით, უფრო დავაინტერესე მოსწავლეები. ამასთანავე, მათ შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული სიუჟეტი რესურსში ჩართული  ანიმაციის გამოყენებით უფრო ნათლად აღექვათ,  ნაწარმოების პერსონაჟებთან  ერთად გაევლოთ დევნილთა გზა.   Googlemaps-ის რუკაზე მოვნიშნე კონკრეტული ადგილები, შექმნილი მარშრუტი კი გადავიტანე Animaker-ის პროგრამაში, სადაც შევარჩიე ანიმაციური გმირები, რომლებიც მიჰყვებიან რუკას მოთხრობის შესაბამისად, დავამატე სიტყვიერი კომენტარები ტექსტის მიხედვით (აღნიშნული მოსწავლეებს ეხმარება ლოკაციის ფარგლებში ნაწარმოებში მოცემული ინფორმაციის აღსაქმელად), შევურჩიე მელოდიაც, რომელმაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა სიუჟეტი.

ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გადავიტანე Padlet.com-ის დაფაზე, რომელსაც თან ერთვის  დოკუმენტური მასალა: „აფხაზეთის ომი, სვანეთის გზა“ (https://www.youtube.com/watch?v=EyXACHdnuak&t=14s ).

 

ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია, რაც მთავარია, რესურსი  საინტერესო და ინფორმაციულია მოსწავლეთათვის.

შედეგები, რაც ამ რესურსის გამოყენებას მოაქვს:

  • ·         მოსწავლეები კარგად  გაიაზრებენ ტექსტს, მასში განვითარებული მოვლენების გეოგრაფიულ სივრცეში განვითარებაზე თვალის მიდევნებით;
  • ·         დააკავშირებენ პერსონაჟის განცდებს, კონკრეტულ მოვლენას გეოგრაფიულ გარემოსთან;
  • ·         სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე მოვლენებს წარმოიდგენენ ერთ მთლიანობად;
  • ·         გაუადვილდებათ მოვლენათა ჯაჭვის შედგენა.
  • ·         კარგად გაიაზრებენ ისტორიულ კონტექსტს.

რესურსის გამოყენება მოსწავლეებში აღვიძებს ინტერესს,  უქმნის მოტივაციას თავად შექმნან მსგავსი რესურსი, რაც  მათ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც განუვითარებს.

     შექმნილი რესურსის გამოყენება შეუძლია ისტორიის მასწავლებელსაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შესაბამისი  თემის სწავლებისას.

 

 Animaker.com-ზე ნავიგაციისთვის რამდენიმე მითითება:

  • 1.      პორტალზე რეგისტრაცია/შესვლა;
  • 2.      საკუთარი გვერდის გახსნა;
  • 3.      სცენის დამატება;
  • 4.       პერსონაჟების შერჩევა;
  • 5.      სიტყვიერი კომენტარის დამატება;
  • 6.      მელოდიის დამატება;
  • 7.      შექმნილი ანიმაციის გაზიარება/ჩამოტვირთვა






Comments

Popular posts from this blog

ეკლესია-მონასტრების რუკა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვით