ეკლესია-მონასტრების რუკა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვით

 "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" - ეკლესია-მონასტრების რუკა

           ჩემ მიერ შექმნილი რესურსი - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში აგებული ეკლესია-მონასტრების რუკაა. იგი  შეიცავს ასევე  მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

     რესურსი შევქმენი  მოსწავლეებისთვის  გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების„  სწავლების პროცესში გამოსაყენებლად.     შესაქმნელად ავირჩიე  სივრცე, სადაც  ბევრ  სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობასთან ერთად, რუკების ჩაშენებაცაა შესაძლებელი.  Padlet.com. -ზე გარდა იმისა, რომ საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი, ასევე შეგვიძლია ჩვენ მიერ მონიშნულ ადგილს თან დავურთოთ ფოტო, აღწერა კომენტარის სახით, საინფორმაციო ბმული და ა.შ.

რესურსი გვეხმარება სწავლების პროცესში, სამიზნე ცნება კონტექსტზე  მუშაობისას, როგორც დამხმარე მასალა. კონტექსტის გააზრება შესაძლებელია სწორედ იმ ადგილის, ეპოქის კულტურული არეალის გათვალისწინებით, რომელშიც ნაწარმოები შეიქმნა. კონტექსტის ცოდნა აუცილებელია ტექსტის მრავალმხრივად გასაგებად, მისი მნიშვნელობის, აქტუალობის გასააზრებლად.  ზემოხსენებულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში არაერთი ისტორიული ეკლესია-მონასტერია ნახსენები.  რესურსის დახმარებით მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტში მოცემული გეოგრაფიული ადგილების შესწავლა/დამახსოვრება.  

     ყოველ ახალ ლოკაციაზე გადასვლისას მოსწავლეს ხვდება ახალი ინფორმაცია და მედიარესურსი (ნაწყვეტი ტექსტიდან, სტატიიდან, დოკუმენტური მასალიდან და ა.შ.), რითაც უკეთ ახერხებს ამ ლოკაციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის აღქმას.

     რესურსი ელექტრონულია, მის გამოყენებას არ ახლავს არანაირი სირთულე.   საგაკვეთილო პროცესში, პროექტორის დახმარებით, გამოვიტანე დიდ ეკრანზე, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი და  ადვილად აღქმადი ყოფილიყო. გამოიწვია მოსწავლეთა დიდი ინტერესი და  მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ჩემთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ასეთი რესურსების  შექმნა და გამოყენება,  განსაკუთრებით ეფექტურია ჰაგიოგრაფიის შესწავლისას, რადგან ტექსტში წარმოდგენილ ეპოქას საუკუნეები გვაცილებს.  რუკის სახით ვიზუალიზაციას  მეტი სიცხადე  და ინტერესი შემოაქვს.

     XXI საუკუნის მოსწავლეები ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრობენ, უმრავლესობა შესანიშნავად ფლობს მისი გამოყენების უნარებს, შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ სურვილი მსგავსი რესურსების შექმნისა.     რესურსის  მიზნობრივი გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო ხდება. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.

 

ამ რესურსის გამოყენების შედეგად:

  1. ·         მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ ტექსტის  დეტალებს და მასში აღწერილ ისტორიულ სამონასტრო ცენტრებს;
  2. ·         შეადარებენ სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე აღწერილ მოვლენებს და ახსნიან  გეოგრაფიული მდებარეობის დახმარებით;
  3. ·         გაუადვილდებათ მოვლენათა ჯაჭვის შედგენა

 

შესაძლებელია რესურსის მრავალმხრივი და მრავალჯერადი გამოყენება.  იგი  დაეხმარება  ისტორიისა და  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელს     VIII-IX საუკუნეების ქართული კულტურის სწავლებისას. რესურსის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის ინტეგრაციას.

 

აქვე გთავაზობთ Padlet.com-ზე ნავიგაციისთვის რამდენიმე მითითებას:

  • 1.      პორტალზე რეგისტრაცია/შესვლა
  • 2.      საკუთარი გვერდის ნახვა
  • 3.      ახალი მდებარეობის დამატება;
  • 4.      შესაბამისი ტექსტური და ვიზუალური მასალის დამატება;
  • 5.      მეგობრების მოწვევა და რესურსის გაზიარება

 

Padlet (პადლეტის დაფის ბმული)




Comments

Popular posts from this blog

სასწავლო რესურსი: "დევნილთა უღელტეხილი"