მოსწავლის პორტფოლიო
მოსწავლის პორტფოლიო
რესურსის მიზანი:
·
მოსწავლის პროგრესზე დაკვირვება და ანალიზი (როგორ ხდება
ცოდნის კონსტრუირება, კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარება ფორმალური
და არაფორმალური განათლების გზით.)
·
მოსწავლის მიღწევების წარმოჩენა, მისი მუშაობის რეფლექსია.
·
მშობლებისა და მასწავლებლების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
პორტფოლიოში ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, განთავსდება ნამუშევრები. პირველი ნაწილი მოიცავს
ფორმალური განათლების მიმართულებას, სადაც მოსწავლეს შეაქვს სხვადასხვა საგანში შესრულებული
რჩეული დავალებები, რომელსც ახლავს შეფასების რუბრიკები და ფორმები, მასწავლებლის განმავითარებელი
შეფასება. პორტფოლიოს მეორე ნაწილი მოგვცემს
ინფორმაციას მოსწავლის არაფორმალური განათლების
მიმართულებით სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩართულობის შესახებ.
რესურსი კარგი ინსტრუმენტია
მთლიანობაში დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ როგორ მიდის მოსწავლის ჰოლისტური განვითარება.
იგი საშუალებას იძლევა მოსწავლემ ერთ სივრცეში მოათავსოს მნიშვნელოვანი ნამუშევრები,
შესრულებული შემაჯამებელი თუ კომპლექსური დავალებები. ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით მისი ჩართულობით
განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები, მიიღოს კონსტრუქციული უკუკავშირი პედაგოგებისაგან. რჩევები მეგობრებისგან, რეფლექსია გაუკეთოს საკუთარ
მუშაობას, რაც მისი განვითარებას შეუწყობს ხელს.
რესურსის შექმნა განაპირობა ჩატარებულმა კვლევამ. დენიელსონის „სასწავლო ჩარჩოს“ გამოყენებით. სადაც გამოიკვეთა, რომ აუცილებელია (4 b მოსწავლის პროგრესის დოკუმენტირება), ეს კი მოსწავლის პორტფოლიოს წარმოებითაა შესაძლებელი. პორტფოლიოს წარმოება დაეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში, ხელს შეუწყობს სწავლა იყოს თანამშრომლობითი და ურთიერთობაზე დაფუძნებული, მოსწავლეზე ორიენტირებული და კონტროლირებადი;
პორტფოლიოს ანალიზი დაეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს ნათელი სურათის
ჩამოყალიბებაში რამდენად ივითარებს მოსწავლე
სასკოლო გარემოში გლობალურ განვითარების 6 ფუნქციურ უნარს. (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა,
კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა, ხასიათი/ნებელობა)
მასწავლებელი დაინახავს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საჭიროებებს,
შეძლებს მოსწავლის წინაშე არსებული სირთულეების დიაგნოსტირებას, დაფიქრდება თუ როგორი
ფორმალური თუ არაფორმალური განათლება უნდა
შესთავაზოს სკოლამ მოსწავლეს სამივე კატეგორიის
ცოდნის გაღრმავებისა და 6 ფუნქციური უნარის
განვითარებისთვის.
პორტფოლიოს ერთ-ერთი ფუნქციაა
მოსწავლეებს გამოუმუშავოთ ობიექტური თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარები, რაშიც პორტოლიოში ჩაშენებული კითხვები და „რეფლექსიისთვის
საჭირო სიტყვათა წყობა“, მრავალფეროვანი
მეთოდები დაეხმარება.
თვითშეფასება უნდა ეხებოდეს დასმულ
ამოცანას და არა მოსწავლეს. რეფლექსია დაეხმარება მას გაზომოს საკუთარი წინსვლა,
მოაგვაროს არა
მარტო ხილული
პრობლემები, არამედ აღმოაჩინოს და გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რომელთა არსებობა
არც კი ჰქონდა
გაცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
პორტფოლიოზე
მუშაობა მოსწავლისა და მასწავლებლის უწყვეტ თანამშრომლობას გულისხმობს. შრომატევადია,
მაგრამ ძალიან ეფექტიანი.
თვითშეფასებისას მთავარია მოსწავლემ
კარგად გაიაზროს რას მიაღწია და როგორ იმუშაოს სუსტი მხარის დაძლევისთვის. თვითონ შენიშნოს თავისი ნაკლი და შეძლოს
მისი გამოსწორება.
სარგებელი
მოწავლეებისთვის
თავიანთ პორტფოლიოზე
დაკვირვებითა და ანალიზით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა
გააუმჯობესონ. უვითარდებათ მეტაკოგნიტური, გლობალური ფუნქციური უნარები.
სარგებელი
მასწავლებლისთვის
მოსწავლის პორტფოლიო მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლეების ინდივიდუალური
საჭიროების შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც ეფექტიანად გეგმავს და წარმართავს სწავლებას. მოსწავლის პორტფოლიოს
ანალიზი მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს
შეაფასოს საუთარი შრომის ეფექტიანობა. „მასწავლებელი,
რომელმაც იცის როგორ გააანალიზოს თავისი და მოსწავლის ნამუშევარი, ხდება ძლიერი, გამოცდილი“[ა.
სუხომლინსკი]
სარგებელი
სკოლისთვის
პორტფოლიო იძლევა იფორმაციას მოსწავლეთა მიღწევების
შესახებ, რომელიც
აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საგნობრივი
კურიკულუმისა და სკოლის განვითარების გეგმის შედგენისას.
პორტფოლიო
შეიძლება გაუზიარო მშობელს, რომელიც მისი საშუალებით მიიღებს ინფორმაციას საკუთარი შვილის პროგრესისა
და მიღწევების შესახებ. აქვე ის ნახავს ყურადსაღებ
ინფორმაციას
მოსწავლის ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და
საჭიროებების ჩათვლით. მშობლები შეძლებენ ამ ინფორმაციის
გამოყენებას
ბავშვების დახმარებისთვის, რაც ასევე განამტკიცებს კავშირს
სკოლასა და მშობელს შორის.
რესურსი პირველად გამოვიყენე VII კლასში, მოსწავლეები დიდი მოტივაციით შეუდგნენ პორტფოლიოს
შექმნას, ცდილობდნენ დავალებები დაეხვეწათ,
წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრების საუკეთესო ვერსიები და შეეტანათ პორტფოლიოში, რადგან
გარდა თვითშეფასებისა, თავიანთი თანაკლასელის -„კრიტიკული მეგობრისა“ და მასწავლებლის
განმავითარებელ შეფასებასაც ელოდნენ. ეს იყო
საინტერესო პროცესი, რომელმაც მათ განვითარების დიდი შესაძლებლობა მისცა.
რესურსი ძირითადად გამიზნულია
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა შესაბამისი მოდიფიცირების
შემთხვევაში, შეიძლება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსაც შევთავაზოთ (V-VI კლ)
Comments
Post a Comment