საზაფხულო ბანაკი ნიგვზარის საჯარო სკოლაში

 




21 ივნისს, ნიგვზარის საჯარო სკოლაში, საზაფხულო ბანაკი გაიხსნა კორბოულის ზონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ჩვენი მიზანია მოსწავლეთა დამეგობრება და საინტერესო შემეცნებით გასართობი აქტივობების ერთობლივად განხორციელება. დღევანდელი დღე შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა თითოეული მონაწილისათვის. წინ კიდ ბევრი საინტერესო და შინაარსიანი დღე გველოდება!





                                              






მეორე დღე ნიგვზარის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში. ლაშქრობა იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა და სანთელას ციხის მოსანახულებლად. მოლაშქრეებს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგები: გულნარა ძინძიბაძე და აკაკი კაპანაძე უწევენ გიდობას.










ნიგვზარის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროს მხიარულად და საინტერესოდ ატარებენ. 24 ივნისის მზიანი დღე დაიწყო მუსიკალური თამაშით - " MELOMONEY". შემდეგ ბავშვები შეხვდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს, რომელიც ბავშვებს მათ მომავლის გეგმებსა და მიზნებზე ესაუბრა. წაიკითხეს ლექსები თანამედროვე პოეტთა და კლასიკოსთა პოეზიიდან. გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედებაც. იმ დღეს ბანაკის სტუმრები სკოლების კურსდამთავრებულებიც იყვნენ( ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრები) მათ გაიხსენეს საუკეთესო მოგონებები, რომლებიც ჩვენს სკოლასთან აკავშირებთ. ბანაკის წევრებმა ასევე ნახეს და განიხილეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "შავი თუთა"; ჩაუტარდათ ტრენინგი მედიაწიგნიერებაში -"როგორ ამოვიცნოთ ყალბი ფოტოები, ინფორმაციის გადამოწმების ხერხები"; დღის დასასრულს გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში ვაჟებსა და გოგონებს შორის.














                 



ნიგვზარის საჯარო სკოლაშიაზაფხულო ბანაკის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მონაწილეთათვისამჯერად სტუმრებს სკოლის ფიზიკის  კლუბ "ჩხირკედელასწევრებმა უმასპინძლეს. ბანაკის მონაწილეებს კლუბის კურატორი  მასწავლებელი ელზა ხარშილაძე   STEM სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. კლუბის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლეებში  ინჟინერიისა და პროგრამირების საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებანიგვზარელმა "ჩხირკედელებმათანატოლებს მეზობელი სკოლებიდან აჩვენეს თანამდედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ციფრული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი. სტუმრებმა -- სისვაძეების, კორბოულის  I და  II სკოლების მოსწავლეებმა  თავად მიიღეს მონაწილეობა ელექტრული  მოწყობილობების გამოყენებით სხვადასხვა წრედების შექმნაში.





ნიგვზარის სკოლის საზაფხულო ბანაკში IV დღის I აქტივობა ევროპულ ენებზე (გერმანული, ინგლისური)მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურებოდა. სასაუბრო თემა - "სიყვარული" თავად თინეიჯერებმა შეარჩიეს. აქტივობას  ხელმძღვანელობდნენ უცხო ენის პედაგოგები. ღონისძიების ამ ნაწილს ევროპული ცეკვით გამოეხმაურნენ ნიგვზარის სკოლის დაწყებითი კლ. მოსწავლეები

 






ნიგვზარის სკოლის საზაფხულო ბანაკში შეკრებილ მოსწავლეებს, წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისე, ნიგვზარის სკოლის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე ესაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ბანაკის მონაწილეებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები თემის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად







        














Comments

Popular posts from this blog

ეკლესია-მონასტრების რუკა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" მიხედვით

სასწავლო რესურსი: "დევნილთა უღელტეხილი"