მოსწავლეთა კონფერენცია - "მდგრადი განვითარების მიზნები"
4 აპრილს ნიგვზარის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სასკოლო ქსელის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა, სადაც 6 სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები (ნიგვზარა, კორბოულის N1, კორბოულის N 2, ჭალოვანი, სისვაძეები, შომახეთი) და ნიგვზარის სკოლის ეკოკომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ნიგვზარის საჯარო სკოლამ მსმენელებს გაუზიარა წარმატებული გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ პროექტებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარ მაჭარაშვილი, რესურსცენტრის სპეციალისტები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები.





















Comments
Post a Comment