"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" - ეკლესია-მონასტრების რუკა ჩემ მიერ შექმნილი რესურსი - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში აგებული ეკლესია-მონასტრების რუკაა. იგი შეიცავს ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. რესურსი შევქმენი მოსწავლეებისთვის გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების„ სწავლების პროცესში გამოსაყენებლად. შესაქმნელად ავირჩიე სივრცე, სადაც ბევრ სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობასთან ერთად, რუკების ჩაშენებაცაა შესაძლებელი. Padlet.com . -ზე გარდა იმისა, რომ საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი, ასევე შეგვიძლია ჩვენ მიერ მონიშნულ ადგილს თან დავურთოთ ფოტო, აღწერა კომენტარის სახით, საინფორმაციო ბმული და ა.შ. რესურსი გვეხმარება სწავლების პროცესში, სამიზნე ცნება კონტექსტზე მუშაობისას, როგორც დ...
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ისეთი ტექსტების შესწავლისას, სადაც გეოგრაფიული არეალი ფართოა, ხშირად, მოსწავლეებს უჭირთ ამ ადგილების ურთიერთდაკავშირებულად წარმოდგენა. ამ სირთულის გადასალახად კარგი დამხმარეა ნამდვილ გეოგრაფიულ რუკაზე ნაწარმოებში მოხსენიებული ადგილების მონიშვნა. ამ სტრატეგიის გამოყენება: · მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს ტექსტში განვითარებულ მოვლენებს; · ადგილმდებარეობა და ბუნებრივი გარემო დაუკავშიროს პერსონაჟებსა და მათ თავგადასავალს. ასეთი რესურსის შესაქმნელად ინტერნეტ სივრცეში ბევრი პლატფორმა არსებობს, სადაც საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობას თვითონ Googlemaps.com იძლევა, სადაც შეგვიძლია შევქმნათ რუკა და GoogleEarth- ის საშუალებით დავათვალიეროთ კონკრეტული ლოკაციები. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა აღნიშნული რუკა გადავიტანოთ Animaker.com -ის პლატ...
Comments
Post a Comment