Posts

eTwinning-ის პროექტები

Image
  პროექტი: "ჩემი საყვარელი წიგნი/My Favorite Book" პროექტის შესახებ ​​​​​​​წიგნიერების დონის ამაღლება უმნიშვნელოვანესია ყველა ქვეყნის მოზარდი თაობის განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეარჩევენ თავიანთი ქვეყნის ლიტერატურაში მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელსაც შესთავაზებენ წასაკითხად პროექტში ჩართულ სკოლებს. ( ნაწარმოები თარგმნილი უნდა იყოს პარტნიორი სკოლის მოსწავლეთა მშობლიურ ენაზე) წაკითხული წიგნის ირგვლივ წარმართავენ საინტერესო შემოქმედებით საქმიანობას. მიზნები: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება; საზღვარგარეთის ლიტერატურის გაცნობა; შემოქმედებითი და ტექნოლოგიების ფლობის უნარების განვითარება; უცხო ენის შესწავლითა და პარტნიორი სკოლის ქვეყნის კულტურით დაინტერესება; მოსწავლეთა დამეგობრება.  Partner teacher introduction Students introduction ვეფხისტყაოსანი - წინასიტყვაობა        ვიდეო, რომლითაც უცხოელ პარტნიორებს ჩვენი სკოლა გავაცანით პროექტი: "სააღდგომო ბარათები/Easter Cards" პროექტის "სააღდგომო ბარათები/Easter Cards" ფარგლებში, ვითანამშრომლ...

ჩვენი წარმატებები

Image
  ნიგვზარის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში „მოდელირებული ევროპარლამენტის სხდომა“. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) და როგორც დელეგატებმა, წარმოადგინეს სლოვაკეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ბავშვებს წარმატებული მონაწილეობისთვის სამახსოვრო სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

მოსწავლეთა კონფერენცია - "მდგრადი განვითარების მიზნები"

Image
  4 აპრილს ნიგვზარის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სასკოლო ქსელის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა, სადაც 6 სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები (ნიგვზარა, კორბოულის N1, კორბოულის N 2, ჭალოვანი, სისვაძეები, შომახეთი) და ნიგვზარის სკოლის ეკოკომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანთან დაკავშირებით.    შეხვედრაზე ნიგვზარის საჯარო სკოლამ მსმენელებს გაუზიარა წარმატებული გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ პროექტებთან დაკავშირებით.    ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარ მაჭარაშვილი, რესურსცენტრის სპეციალისტები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები.                                                                 ...

საზაფხულო ბანაკი ნიგვზარის საჯარო სკოლაში

Image
  21 ივნისს , ნიგვზარის საჯარო სკოლაში , საზაფხულო ბანაკი გაიხსნა კორბოულის ზონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის . ჩვენი მიზანია მოსწავლეთა დამეგობრება და საინტერესო შემეცნებით გასართობი აქტივობების ერთობლივად განხორციელება . დღევანდელი დღე შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა თითოეული მონაწილისათვის . წინ კიდ ე ვ ბევრი საინტერესო და შინაარსიანი დღე გველოდება !                                                მეორე დღე ნიგვზარის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში . ლაშქრობა იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა და სანთელას ციხის მოსანახულებლად . მოლაშქრეებს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგები : გულნარა ძინძიბაძე და აკაკი კაპანაძე უწევენ გიდობას . ნიგვზარის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროს მხიარულად და საინტერესოდ ატარებენ . 24 ივნისის მზიანი დღე დაიწყ...